პროექტი
პროექტის აღწერა
გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ყოფნის პერიოდში დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ჩავუტარე პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. ბავშვებს გავაცანი ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ღირსშესანიშნაობები. პრეზენტაციის ბოლოს მათ დავურიგე სიმბოლური ქართული სტიკერები და მაგნიტები, რაც განსაკუთრებით მოეწონათ. მოსწავლეებმა გამიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები და წარმოდგენები საქართველოზე, რამაც ძალიან საინტერესო დიალოგი გამოიწვია ჩვენს შორის. ასევე გავიცანი მათი მასწავლებელიც, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოხატა ჩვენი ქვეყნის კულტურის მიმართ.