პროექტი
პროექტის აღწერა
აგვისტოს დასაწყისში დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს და ვთხოვე, რომ თუ ჰქონდათ ისეთი ტანსაცმელი, რომლის გამოყენებასაც აღარ აპირებდნენ და გადაგდებაც არ სურდათ, ამისათვის ერთად მოეგროვებინათ და შემდგომ ეს ტანსაცმელი დაგვერიგებინა მათთვის ვისაც ეს სჭირდებოდა ან უბრალოდ არ ჰქონდა საშუალება ახალი ეყიდა. ერთი კვირის მანძილზე ყველამ მოვაგროვეთ გარკვეული რაოდენობის ტანსაცმელი და დავიწყეთ იმის მოძიება თუ ვისი გახარება შეგვეძლო. სამი დღის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა იპოვა ერთ-ერთი ოჯახი მუხიანში. გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით მარტოხელა დედას და სამ ბავშვს, რომლებიც არ ცხოვრობდნენ კარგ პირობებში და სჭირდებოდათ, როგორც ფინანსური ასევე მორალური მხადაჭერა. მეორე დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ტანსაცმელი გადავარჩიეთ, მომდევნო დღეს კი მუხიანში წასვლა დავგეგმეთ. შემდეგ დღეს, ყველანი ერთად წავედით და დავარიგეთ შეგროვებული ტანსაცმელი. ფოტოების გადაღებაზე უარი მივიღეთ, ამიტომ მხოლოდ შეგროვებული ტანსაცმლის ფოტოსურათი გვაქვს.