პროექტი
პროექტის აღწერა
გუთურის საჯარო სკოლა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ღელის „საკირეს“ მიგრაციული ცვლილებებისა და ხშირი წყალმოვარდნების შედეგად ნიადაგის საყრდენი ფენები დაიშალა, რამაც სკოლის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები გაააქტიურა. ერთმა ოჯახმა უკვე დატოვა ტერიტორია, რაც მოსახლეობის მიგრაციის დაწყების საფრთხედ იქცა.
ამ პრობლემის გადასაჭრელად მე და ჩემმ გუნდი შევიმუშავეთ პროექტი, დაფინანსების მიღების შემდეგ დავიწყეთ აქტიურ რეჟიმში მუშაობა და სამი კვირის განმავლობაში ვანხორციელებდით სხვადასხვა პრაქტიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სკოლის ტერიტორიის სტაბილიზაციას, ნიადაგის გამაგრებასა და თემის ცნობიერების ამაღლებას.
სამკვირიანი საქმიანობის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე პრეზენტაცია მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, სადაც ვისაუბრეთ კლიმატის ცვლილების შედეგებზე, მეწყრული საფრთხეების პრევენციასა და უსაფრთხო ქცევის წესებზე. პროექტის ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე დაირგო ბამბუკისა და მრავალწლოვანი მცენარეების ნარგავები. ბამბუკი სპეციალურად ავირჩიეთ, რადგან ის სწრაფად მზარდი მცენარეა, ამაგრებს ნიადაგს და იცავს მას ჩამოშლისგან. გარდა ამისა, სკოლას შევუყვანეთ ტექნიკური წყალი, რათა გამწვანებული ზონის მოვლა და მორწყვა გამარტივებულიყო. გარდა ამისა მშობლების ადგილობრივი მოსახლეობისა და ბავშვების მონაწილეობით შეიქმნა მაკეტები როგორ წარმოუდგენიათ უფრო მწვანე კეთილმოწყობილი გარემო.
პროექტის მიმდინარეობისას ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სოფელში არსებულ საფრთხეებზე და მათ როლზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში. მთლიანობაში მოხალისეობრივ საქმიანობაში დავხარჯე დაახლოებით 40 საათი. შედეგად გაძლიერდა სკოლის ტერიტორიის სტაბილურობა, შემცირდა ეროზიული პროცესების რისკი და თემის წევრებში გაიზარდა პასუხისმგებლობა გარემოს დაცვისადმი. მოსწავლეებმა განივითარეს გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და პრაქტიკული ჩვევები, ხოლო გუთურის სკოლა გადაიქცა მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალებით გადაიჭრას ეკოლოგიური გამოწვევა.