პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი სახელად-"გოგონების ჰაბი" გაიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,რომლის სათავეშიც ეკა სეფიაშვილი იდგა, ეს გახლდათ, კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც სოციალურად დაუცველი გოგონები და შშმ პირები განავრცობდნენ თავიანთ ცოდნას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
ამ პროექტის გაგების შემდგომ კახეთში ჩავედი, როგორც "თბილისელი მოხალისე" და მონაწილეობა მივიღე ჰაბში, რომლის წევრებსაც მივეხმარე ყოველდღიურ აქტივობებში, ჩავუტარე სემინარი, სადაც ავუხსენი თუ რა არის მოხალიესეობა და მასთან დაკავშირებულ, დასმულ ყველა შეკითხვას, ამომწურავად გავეცი პასუხი., ასევე გავაცანი ორგანიზაცია-" ჰელფინგ ჰენდი", გავუზიარე ჩემი გამოცდილებადა გავაცანი ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ მათაც გახდნენ მოხალისეები, თუ როგორ შეუძლიათ გახდნენ თუნდაც წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელები... ამ სემინარის შემდგომ, ბავშვებმაც კი აღნიშნეს, რომ მათი მოტივაცია საკმაოდ გაიზარდა, გაუჩნდათ სურვილი,რომ მეტი გაიგონ მოხალისეობის შესახებ და ახლო მომავალში მათაც მიიღონ მონაწილეობა ან თუნდაც წამოიწყონ თავიანთი მოხალისეობრივი პროექტები რაიონში.