პროექტის დეტალი

9 აპრილი

გამოყვეყნების თარიღი: Apr 26, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

  

ჩვენ, მოხალისეებმა, ერთად შევქმენით ვიდეო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეებზე — 1989 და 1991 წლის 9 აპრილზე.
ამ მოკლე ვიდეოს მიზანი იყო, შეგვეხსენებინა ყველასთვის ის გმირული სულისკვეთება, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის გამოამჟღავნა. ვიდეოში გავაერთიანეთ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენები — როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად დაესხნენ თავს — და 1991 წლის უდიდესი გამარჯვება — როცა საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან.
ჩვენ ერთად შევარჩიეთ ისტორიული კადრები, პატრიოტული მუსიკა და ტექსტები, გადავიღეთ მოკლე კადრები სადაც ვსაუბრობდით ამ თემაზე, რომ ვიდეო ყოფილიყო არამხოლოდ ინფორმაციული, არამედ ძალიან ემოციური და შთამაგონებელიც. თითოეულმა ჩვენგანმა დიდი გულით იმუშავა მასზე, რადგან გვინდოდა, რომ ეს დღეები კვლავ ცოცხლად დარჩენილიყო ხალხის მეხსიერებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების გულებში.
ეს პროექტი იყო პატივისცემის გამოვლინება ჩვენი ქვეყნის წარსულის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავი გაწირა თავისუფლებისთვის.

აღნიშნული აქტივობის ვიდეო 9 აპრილს გავაზიარეთ მოხალისეობრივ ჯგუფში, გიზიარებთ ლინკს:
https://www.facebook.com/share/v/191xEafuC3/ 

( P.s აქტივობის ზუსტი დრო: 6 აპრილი, 14:00-17:00. ჯამში 3 მოხალისეობრივი საათი. ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლისი სალბიშვილი.)