„ცისკო-ფესტი“ - სიკეთის ფესტივალი დაბა ჟინვალში სკოლისა და სოციალური განვითარების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. ფესტივალმა გააერთიანა ყველა თაობა და საშუალება მისცა მათ ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო აქტივობებში ჩართულიყვნენ. ქველმოქმედებით შემოსული თანხა და ნივთები გადაეცა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ჟინვალში.
ფესტივალის ლოზუნგია: პატარა სიკეთეებს მოაქვს დიდი ცვლილებები!
4 დღის განმავლობაში მოხალისეებს საშუალება ჰქონდათ მოეტანათ ნივთები (წიგნები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვ.)
აღნიშნულ ტერიტორიაზე გვქონდა წინასწარ მომზადებული საორგანიზაციო ყუთები და შესაძლებელი იყო ნივთების დამზადებისა, გვქონდა სამუშაო მასალა სამკაულების, თიხის სუვენირების, ნახატების შესაქმნელად. ყველა მსურველს, განურჩევლად ასაკისა, ჰქონდა საშუალება დაემზადებინა გასაყიდი ნივთი, სხვადასხვა სახის სამკაული, სუვენირი, საახალწლო დეკორაციები, ნახატები, თოჯინები და სხვა.
ამის შემდგომ გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, კონცერტი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, საღამოს მოწვეულმა მუსიკოსმა დაუკრა ჟინვალელი ახალგაზრდებისთვის, სადაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საქველმოქმედო საღამოს იდეა და შევაგროვეთ თანხა ოჯახების დასახმარებლად.
მომდევნო დღეს დახარისხდა მიღებული ნივთები ოჯახების საჭიროების მიხედვით და ჩვენს პატარებთან ერთად ვესტუმრებით წინასწარ შერჩეულ ოჯახებს.