პროექტის დეტალი

ცოდნის შეჯიბრი

გამოყვეყნების თარიღი: Mar 28, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მიმდინარე წლის 18 მარტს ,მარტვილში ჩატარდა მოხალისეობრივი პროექტი ,,ცოდნის შეჯიბრი" .
პროექტის პირველი ეტაპი მოხალისეების მიღება და მათი გადამზადება იყო .15 მოხალისე გადამზადდა პროექტის ფარგლებში .
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 40 მდე ახალგაზრდა დაინტერესდა, რომლებიც სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილი . 
,,ცოდნის შეჯიბრის" მთავარი მიზანი ,ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის დამყარება ,მოხალისეობრივი საქმიანობის  გაცნობა და მისი პოპულარიზაცია იყო .
 შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოვლინდა 1,2,და 3 ადგილის მფლობელი გუნდები,რომლებსაც გადაეცათ  სიგელები ,ხოლო მონაწილე გუნდებს კი - სერტიფიკატები.

ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობის დროს საინტერესო თავგადასავალიც გადაგვხდა. 
მაშინ ,როდესაც სერტიფიკატების დასამზადებლად მივედით ,მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდამჭერმა გოგონამ საჭირო  რაოენობის სერტიფიკატები სრულიად უსასყიდლოდ დაგვიბეჭდა და გახდა ჩვენი პროექტის დიდი მხარდამჭერი.