პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და პრაქტიკული ქმედებების განხორციელება ეკოსისტემის გაჯანსაღებისთვის. პროექტის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობებია, საგანმანათლებლო სემინარები და ვორკშოფები - ეკოლოგიური საკითხების გაშუქება სკოლაში, რეგულარული ღონისძიებების ორგანიზება ნაგვის შეგროვების მიზნით, საზოგადოებაში ფლაერების გავრცელება და პოსტერების დამზადება.