პროექტი
პროექტის აღწერა
2023 წელს ქუთაისის მერიის ინიციატივით დაარსდა ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდული სერვისებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენას, ამასთან ქალაქის აქტიური ახალგაზრდების თვითრეალიზებას. 19 სექტემბერს ქუთაისის 100 საფეხურიან კიბესთან გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები. დღე სასიამოვნოდ დასრულდა კონცერტით.
ღონისძიებას 4000-მდე ახალგაზრდა დაესწრო.