გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი გამართა.
“გემო ფესტის” მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.
ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული იმერული კერძები.