პროექტის დეტალი

ნარჩენების შეგროვება რუსთავის ტერიტორიებიდან

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

რამდენიმე ხნის წინ რუსთავის "სპარის" ფილიალში აღმოვაჩინე SPARKLO აპარატი, რომელიც პლასტმასის ბოთლებისა და ალუმინის ქილების გადამუშავების პროცესს ამარტივებს. ამ შესაძლებლობის გამოყენებით, დღეს 27.11.2024-ში რუსთავში შევაგროვე 89 პლასტმასის ბოთლი და 53 ალუმინის ქილა, რითაც დავიკავე მე-7 ადგილი აპარატის მომხმარებელთა შორის და მივიღე ეკოაქტივისტის წოდება. ეს ინიციატივა ემსახურება გარემოს დაცვასა და ნარჩენების მართვის კულტურის გაუმჯობესებას. SPARKLO აპარატის გამოყენება და მისი პოპულარიზაცია ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. გადამუშავებული ნარჩენები არა მხოლოდ ამცირებს გარემოზე ზეწოლას, არამედ წამახალისებელი სისტემა დამატებით მოტივაციას აძლევს ადამიანებს ნარჩენების სწორად მართვაში. მსგავსი პროექტების ჩართვა SDG CLUB-ის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რათა უნივერსიტეტში და მის გარეთ ეკოაქტიური გარემო შეიქმნას.