პროექტი
პროექტის აღწერა
მე ვფიქრობ რომ ქალზე ძალადობა ერთ-ერთი აქტუალური თემაა ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ.ეს არის სერიოზული პრობლემა რომელმაც უამრავი ქალის სიცოცხლე შეიწირა ეს არის ფსიქოლოგიური,სექსუალური,ფიზიკური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმები.ქალთა ძალადობა არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცმყოფის არამედ ემოციური და მორალური დამცირების ფორმებსაც შეიცავს რომელიც აისახება ქალის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.ჩემი აზრით ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან,რომ ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება,რომ ქალი სუსტი ინდივიდია და ის თანასწორი არ არის განსხვავებულ გენდერთან მიმართებაში.ხშირად ქალზე ძალადობა როგორც ვიცით გამომდინარეობს ოჯახური კომფლიქტებიდან,ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად ამას მალავენ,რადგან ეშინიათ მოძალადის და ასევე ძალადობის მსხვერპლი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ქალი არამედ ოჯახში არსებული ყველა ბავშვია.ქალი,რომელიც არის მსხვერპლი ყველაფერთან ერთად ფიქრობს იმაზე,თუ რა დამოკიდებულება ექნებათ ამზე საზოგადოებას.ეს ყველაფერი ვიცით, რომ იმდენად დამღუპველია სააბოლოოდ მივდივართ ფატალურ შემთხვევამდე, რომელსაც ვეღარ შველის ვეღარც საზოგადოება და ვეღარც კანონი. ამიტომ საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია ამოიღოს ხმა და არ დაფაროს ეს დიდი დანაშაული რომელსაც ისინი ხედავენ, რადგან მათ გაჩუმებამ შესაძლებელია უამრავი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლოს.ყველაზე უმთავრესი რაც მინდა ვთქვა ეს არის ის რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა დროულად მიმართონ შესაბამის ნორმებს არ დამალონ და ნუ შეეშინდებათ,რადგან თითოეული ადამიანი მათ გვერდითაა.
ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ ისაა რომ დავეხმაროთ ასეთ ქალებს და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ყველას რადგან ვფიქრობ „ძალა ერთობაშია"და ერთად ყველაფერს შევძლებთ.კიდევ და კიდევ „არა ძალადობას"და ბოლოს ვიტყვი,რომ ქალზე ძლიერი არსება არ არსებობს.