პროექტის დეტალი

ერთად ერთმანეთისთვის

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მე ვარ ნიკოლოზი გოგოლაზე ლაგოდეხიდან 25 წლის,
განათლება- დავამთავრე 2018წ-2021წ „გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“- სამართლის მიმართულებით.
2017-2019 წ დავამთავრე „შპს ინტერბიზნენს აკადემია“ -სადაზრვეო აგენტის პოზიციაზე;
არაფორმალური განათლება: 2015-დღემდე წითელი ჯვრის მოხალისე;
2016-2018 წ მოხალისეობის განვითარების პროგრამა- საქართველოს მოხალისე
2015- წლიდან დამფუძვნებელი საქველმოქმედო ჯგუფის
2021- 2023წ სათემო პროექტის ელჩი-არასამტავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევებისა და განვიტარების ცენტრი”


პანდემიის დროს, როდესაც სრული “ლოქდაუნი” გამოცხადდა და სტუდენტები სოფელში დავბრუნდით, სწორედ მაშინ აქტიურად ჩავერთეთ ქველმოქმედებაში,სოფელში დაბრუნებულს დამხვდა უმძიმესი სურათი,რადგან უბრალოდ მოხუცები არსებობას ვერ აგრძელებდნენ. სწორედ აქედან გამიჩნდა სურვილი რომ შემეცვალა მათი ყოფა. სოციალური ქსელების მეშვეობით ხალხს ვთხოვდი დახმარებას ამ მონაცემებით, ლაგოდეხში 5000-მდე ოჯახს დავეხმარე მედიკამენტებით და პროდუქტით. ონლაინ მობილიზებული თანხებით სწორედ აქედან გავიცანი მოხუცები,ბავშვები, რომლებიც საბოლოოდ ჩემი ოჯახისწევრები გახდნენ იმიტომ, რომ მათვის ყველაფერს ვაკეთებდი.

წვიმიანი ამინდების დროს სურათი დავინახე სადაც მოხუცებს, ბავსვებს თავზე აწვიმდათ ამიტომ უსახლკაროებისთვის, უკვე მეცხრე სახლის მშენებლობაც დავიწყე.. სახლებს ჩემი ხელით და ჩემი მეგობრების ხელებით ვაშენებთ, სუფთა ხელებით
.
მარტოხელა მოხუცების იმედად ყოფნა გადავწყვიტე. სიკვდილის ბოლო წუთამდე მიჭირავს ხოლმე მათი ხელი. ჩემი დილა, გამთენიას იწყება, ამ დროს საუზმისთვის მივდივარ ჩემს მარტოხელა მოხუცებთან. 10 საათიდან კი, ტექნიკის მაღაზიაში მივდივარ, სადაც მენეჯერად ვმუშაობ. საღამოს 7 საათის მერე, ისევ მარტოხელა მოხუცებთან ვბრუნდები.

გვიან საღამოს, გამოვიხურავ ხოლმე ყველა ოჯახის ჭიშკრის კარს და რამდენიმე წუთი განცდილით ვდუმვარ.
- რა მოხდება, რომ ადამიანებს ასე არ უჭირდეთ!
- რა მოხდებოდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს?!
- რა მოხდებოდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც უბრალოდ ბედნიერები ვიქნებით?!

მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც აღარცერთი მოხუცი აღარ მომიკვდება შიმშილისგან.