IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით (IRO), უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, ფიჯიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან, დუშეთში კულტურული ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში, სტუდენტები დუშეთის კულტურის სახლში შეხვდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ასლამაზიშვილს და დუშეთის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს.
საბჭოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე IBSU-თან კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის ფარგლებში საბჭოს მოხალისეებმა ინგლისურეროვანი პრეზენტაციის სახით წარმოვადგინეთ საბჭოს საქმიანობა და ვისაუბრეთ საბჭოს წარმატებულ ღონისძიებებზე.
