პროექტი
პროექტის აღწერა
სკოლის პირველი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სსიპ 147-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბ ,,არტიას" მიერ ჩატარდა, მიზნად ისახავდა პირველკლასელთა საზეიმო დახვედრას მათთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობ გარემოში.
ძალიან რთულია უცბათ შეაბიჯო ფეხი სასკოლო დისციპლინაში, მე და ჩემი კლუბის წევრებს ეს კარგად გვესმოდა და სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ პირველკლასელებისთვის გრანდიოზული საზეიმო დახვედრა მოგვეწყო, რისთვისაც დაახლოებით 1 თვე ვიმუშავეთ. შევიმუშავეთ გასართობი პროგრამა, გვეცვა ანიმაციის პერსონაჟების ფორმები, ერთი სიტყვით, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სკოლაში სასიამოვნო ატმოსფერო დაგვეტრიალებინა და პირველივე დღიდან სიყვარულითა და სიხარულით შეცქრიალებულიყვნენ სკოლაში ჩვენი პირველკლასელები.
ვურთავ შესაბამისი ვიდეომასალას (მისი ხილვა შეგიძლიათ ,,Artia"-ს ვებგვერდზეც).