პროექტი
პროექტის აღწერა
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღე ამ დღეს სათათბიროს ახალგაზრდებმა ეკო და ტურიზმის კომიტეტის ორგანიზებით რომლის ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ დასუფთავების აქცია და თემატური პრეზენტაცია. 21-ე საუკუნის უმთავრესი გამოწვევა ეკოლოგიური საკითხებია და ჩვენი ვალია წვლილი შევიტანოთ მათ აღმოფხვრაში,სწორედ ამას ითვალისწინებდა ჩვენს მიერ, შესაბამისი სამსახურების თანადგომით განხორციელებული დასუფთავების აქციაც. დღის მეორე ნაწილი მე და ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა პრეზენტაციას დავუთმეთ რომელშიც საუბარი იყო ნარჩენებზე და იმ გლობალურ საკითხებზე რომელზე საუბარი და ცნობიერების ამაღლება ასევე წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების ნებისმიერი წევრისგან. შემდეგ კი გადავინაცვლეთ კითხვა პასუხის რეჟიმზე.