პროექტის დეტალი

მოსწავლეების მომზადება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის იანვრიდან- 2024 წლის ივნისამდე კავკასიის უნივერსიტეტის "ქველმოქმედების და ბუნების დაცვის" კლუბის 4 წევრი უფასოდ ამზადებდა მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში (ქართული, მათემატიკა, ბიოლოგია, ინგლისური.) მთავარი მიზანი იყო იმ მოსწავლეების დახმარება, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა კერძო მასწავლებელი აეყვანათ. როგორც კლუბის ხელმძღვანელი მე მოვძებნე წევრები, რომლებსაც სურდათ ამ პროექტში ჩართვა და ასევე ის მოსწავლეები, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ (სოციალურ ქსელებში). შედეგად სულ 6 მოსწავლე მოამზადეს მოხალისეებმა. (სამწუხაროდ ფოტოები არ მაქვს რადგან ბავშვების ფოტოების გადაღებაზე თანხმობა ვერ ავიღეთ)