მეც გავხდი ბანაკის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და მივიღე მონაწილეობა 4 დღიან ბანაკში.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" ფარგლებში ახორციელებს ევროკავშირის ახალგაზრდულ ბანაკს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 14-18 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის.
საზაფხულო ბანაკების ორგანიზება საინფორმაციო კამპანიით დაიწყო - საქართველოს 10 რეგიონიდან 260 შერჩეულ სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები 6500-მდე მოსწავლესთან; ინფორმირებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის თემაზე გამოცხადებულ ესეების კონკურსში; წარმოდენილი თემების საფუძველზე შეირჩა 250 მოსწავლე და მოწვეული იქნა ევროკავშირის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.