პროექტის დეტალი

ისპანის ჭაობები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

საქართველო გამორჩეულია უნიკალური ბუნებით, თუმცა იშვიათად თუ საუბრობენ ჭაობების უნიკალურობაზე, თავდაპირველად კლასისთვის მოვამზადე პრეზენტაცია ქობულეთში არსებულ ისპანის ჭაობებზე შემდეგ კი სკოლის მასშტაბზე გავიტანე. გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან დავინტერესდი, მოვიძიე ინფორმაცია და ფოტომასალა, დავიწყე პრეზენტაციის აწყობა და ისეთი საინტერესო გამოვიდა ჩემი კლასის გარდა კიდევ რამდენიმეში წარვადგინე, ჩემი მიზანი იყო სასკოლო თემში ცნობიერების ამაღლება, ის რომ აღარ შეხედონ ჭაობებს ცუდი თვალით, დააფასონ და სულაც იცოდნენ მისი უნიკალურობა, ამასთან ერთად გავესაუბრე პრეზენტაციის მომზადების ჩემეულ ხერხებზე ბოლოს კი კითხვა-პასუხის რეჟიმით შევაჯამეთ. ვმუშაობდი მარტო, ჩავრთე ფანტაზია რისთვისაც ფოტოშოპი დამჭირდა (საკუთარი თავი ჩავსვი ისე თითქოს ჭაობზე გადებულ ხიდზე ვიდექი), შესაბამისად მოსამზადებლად 5 საათი მაინც დამჭირდა, შემდეგ შევედი 6 კლასში რაც მინიმუმ 3 საათს გულისხმობს, შედეგად მართლაც გაოცდნენ ბავშვები და გაიგეს ბევრი ახალი ინფორმაცია ჭაობებზე, დაიჯერეს ჩემი ქობულეთში გამგზავრება, ვიხალისეთ და ცნობიერებაც ავამაღლეთ.