ჩემთვის მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე, ახალ თაობაში დაინერგოს ტოლერანტობა, მითიმეტეს მაშინ როცა საქართველო, მათ ქვეყანა მრავალეთნიკურია და ტოლერანტია, 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, გადავწყვიტე ამ კუთხით მემოხალისევა, ჩემს რამდენიმე თანასკოლელთან ერთად დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, თავდაპირველად თავად მოვიძიეთ ინფორმაცია და დავამზადეთ პლაკატები, ჩანახატები და პოსტერები რომლებიც შემდგომ კლასებში შევიტანეთ და ჩავატარეთ პრეზენტაცია, მატერიალური მასალის დამზადება საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, დაახლოებით 5 საათი დავუთმე ინფორმაციის მოძიებას და პლაკატზე გადმოტანას (ქვემოთ მოცემულია ჩემი სკოლელების ნამუშევრები). სულ 10 მოსწავლე ვმუშაობდით, გავინაწილეთ კლასები და მე შევედი 6 კლასში, ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთი რომ ჩავთვალოთ, 3 საათი ვიმოხალისევე. შედეგად ბავშვებმა გაიგეს რატომ არის მნიშვნელოვანი მიმღებლობა, რა არის ტოლერანტობა და ის რომ ყველა ადამიანს ერთანაირი უფლებები აქვთ.
