პროექტის დეტალი

მდგრადი განვითარების მიზნები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 21, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩვენი სკოლა მეგობრობს იაპონიასთან, მრავალი საერთო პროექტი გვქონია, თანაკლასელებთან ერთად ჩავერთე მორიგ პროექტში რომელიც მდგრადი განვითრების მიზნებს უკავშირდებოდა, ჩვენ მეცამეტე მიზანი - "კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები" ავირჩიეთ, 10 მოსწავლე ჩავერთეთ, ერთი დიდი პრეზენტაცია უნდა მოგვემზადებინა, გავინაწილეთ თემები, მე სტიქიებისგან გამოწვეულ ტაგედიებზე მოვამზადე სლაიდები, თავდაპირველად მოვიძიე ინფორმაცია, დავამუშავე ინგლისურად, გადავამოწმე ინგლისურის მასწავლებელთან და დავიწყეთ პრეზენტაციისთვის საბოლოო სახის მიცემა, გვქონდა მრავალი შეხვედრა და რეპეტიცია, რათა იდეალურად წარმოგვედგინა პრეზენტაცია საქართველოზე. მთელი თვე იგეგმებოდა ასერომ მთლიანად ამ პროექტისთვის 15 საათი მუშაობა დაგვჭირდა. შედეგად დაახლოებით 25 იაპონელი ინფორმირდა საქართველოს კლიმატზე და მათი მხრიდან ჩვენმა ქვეყანამ და ბუნებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.