მარტვილში არსებულ ეკოკლუბ ,,სალხინოსთან " ინტეგრირებულად გადავწყვიტე დამესუფთავებინა მდინარე წაჩხურას ნაპირები ,რომელშიც კალმახის განსაკუთრებული ჯიში ბინადრობს .მდინარის ახლოს არსებულმა ნარჩენებმა გამოიწვია წყლის დაბინძურება ,რაც თევზებზე და გარემოსზე უარყოფით გავლენას ახდენდა .ამიტომ გადავწყვითეთ მიმდინარე წლის ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოში დაგვესუფთავებინა მდინარის ნაპირები. მიუხედავად იმისა რომ ამ პერიოდში არდადაგები იყო ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში დასუფთავების აქციას 20 საათი დავუთმეთ.
მოხალისეების შრომამ შედეგი გამოიღო ,ბოლოს ჩვენი მონდომების საფუძველზე მიმდებარედ მცხოვრებლმა ახალგაზრდებმაც გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება გარემოს დაცვაში .
აღნიშნული პროექტით სარგებელი მიიღო პირველ რიგში ბუნებამ,მოსახლეობამ რომელიც მდინარის თევზს მიირთმევდა , ტურისტებიც ნასიამოვნები დარჩნენ სუფთა გარემოთი ,ვინაიდან მარტვილი და მისი სოფელი სალხინო, ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა.

