პროექტის დეტალი

ნაადრევი ქორწინება - დაკარგული ბავშვობა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ახალგაზრდების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ მოხალისეების გუნდმა ერთობლივად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი ნაადრევ ქორწინებაზე. 30 მოსწავლე შევუდექით საქმეს და პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი საქმიანობა, თავდაპირველად ინფორმაციის შეგროვება, შეხვედრების დაორგანიზება ამ თემასთან დაკავშირებულ ადამიანებთან, ბიოლოგიის მასწავლებელმა გვიამბო ფსიქოლოგიურთან ერთად რა ბიოლოგიური პრობლემები წარმოიშვება, ამ გზით ინფორმაციის შეგროვებას რამდენიმე შეხვედრა და დაახლოებით 6 საათი დასჭირდა, შემდგომ გავაკეთეთ კითხვარი რომელიც სასკოლო საზოგადოებაში გავავრცელეთ და შედეგებზე გაოცებულებმა უფრე მეტად მოვინდომეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, კითხვების სწორად შესარჩევად და საბოლოო სახის შესაკრავად დაგვჭირდა ონლაინ შეხვედრები რისთვისაც გამოვყავით 5 საათი. დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტები სადაც წარმოვადგინეთ მოკლე ინფორმაცია, კანონები და გადაჭრის გზები (ცხელი ხაზები), რაც ასევე ონლაინ შეხვედრების და შრომის ხარჯზე დამზადდა, დაგვჭირდა ორი ხანგრძლივი შეხვედრა რაც 5 საათს გულისხმობს. ამ პროექტის განხორციელებაში გვეხმარებოდა "ჰელფინგ ჰენდი" და ბუკლეტები მათ დაგვიბეჭდეს, სულ 200 ბუკლეტი გვქონდა რაც იმას ნიშნავს რომ მინიმუმ ამდენ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია ნაადრევ ქორწინებაზე. შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია და ბუკლეტებთან ერთად შევიტანეთ კლასებში. დასკვნითი ღონისძიებისთვის გადავიღეთ ვიდეორგოლი და შევქმენით ანიმაცია, ეს ხანგრძილი პროცესი იყო, მე ვიდეორგოლის გადაღებაში მივიღე მონაწილეობა, რამდენიმე დღე ვიღებდით, მანამდე მოვაგროვეთ მასალა, შევარჩიეთ გადასაღები ადგილი, შევისწავლეთ ერთ-ერთი მოხალისის მიერ დაწერილი სცენარი და დავიწყეთ გადაღება, მე ვიყავი გადამღები, შესაბამისად 10 საათი მაინც გამოიყო ამ საქმიანობის ყველა ნაბიჯისთვის. ასევე დასკვნითი ღონისძიებისთვის, ერთ შეხვედრაში, რომელიც 2 საათი გაგრძელდა, ავაწყვეთ ახალი პრეზენტაცია და თან დავურთეთ შედეგები. დასკვნით ღონისძიებაზე პრეზენტატორი ვიყავი, 1 საათი გაგრძელდა. საბედნიეროდ თავდაპირველად გამოჩენილი შეუსაბამო შეხედულებები პროექტის ბოლომდე შეიცვალა, შეიტყვეს ბავშვებმა რისი უფლება აქვთ და ის რომ აუცილებელია დროულად ხმის ამოღება რადგან არსებობს მოგვარების გზები.