პროექტის დეტალი

ვიზიტი კათარზისში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ძალიან მაწუხებს მოხუცების მდგომარეობა, მათი მოწყენილი სახეები ამიტომ გადავწყვიტე ამ კუთხით მემოხალისევა, ჩვენი სკოლის "ჰელფინგ ჰენდთან" თანამშრომლობის შედეგად შესაძლებლობა მომეცა წავსულიყავი კათარზისში. წავედი "ჰელფინგ ჰენდის" სხვა მოხალისეებთან ერთად, სულ 10 მოზარდი ვიყავით, ჩვენი მიზანი იყო გაგვეხალისებინა მათი ერთი დღე და ამასთან ერთად მოხალისეობრივად დავხმარებოდით იქვე მოწყობილ სასადილოს, შესაბამისად შევიმოსეთ და გავუმასპინძლდით მოხუცებს, გავისაუბრეთ, გავიცანი ხელოვანი მოხუცები და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, დაახლოებით 4 საათი ვიმოხალისევე. ვიზიტის შესახებ დავამზადე პრეზენტაცია და დადებითი ემოციები გავაზიარე სასკოლო თემში, მოვუწოდე მოხალისეობისკენ და კითხვა-პასუხის რეჟიმით დავასრულეთ პროექტი, ამის გასაკეთებლად დამჭირდა 4 საათი.