პროექტის დეტალი

საპნის ფეტსივალი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ნვახორციელე საპნის დამზადების საინტერესო ფესტივალი ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში. მონაწილეებს გავუზიარეთ ჰიგიენურად სუფთა  საპნის დამზადების მეთოდები, რომლებსაც დღესაც იყენებენ. ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებმაისწავლეს საპნის დამზადების ხელოვნება.ისინი ხელმძღვანელობდნენ პროცესს, ინგრედიენტების მომზადებიდან, საკუთარი საპნის შექმნამდე.  ამ პრაქტიკულმა პროექტმა ჩვენს მონაწილეებს საშუალება მისცა, გამოეჩინათ თავიანთი კრეატიულობა, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები, სურნელებითა და ფორმებით და შეექმნათ უნიკალური საპნის დიზაინი.  ფესტივალზე ხაზი გაესვა გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციის უნარებს. ჩვენი მონაწილეები თანამშრომლობდნენ, უზიარებდნენ იდეებს და ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ხელს უწყობდნენ ერთიანობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. ამ ფესტივალმა ასევე ხაზი გაუსვა მდგრადი პრაქტიკისა და გარემოზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით და ნარჩენების შემცირებით, ჩვენმა მონაწილეებმა უფრო კარგად გაიაზრეს გაიგეს ჩვენი პლანეტის დაცვის აუცილებლობა.