პროექტის დეტალი

საარჩევნო ბროშურები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 06, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას არჩევნების პროცესსა და მათი ხმის მნიშვნელობაზე. USAID-ის არჩევნების გზამკვლევის ბროშურების გავრცელების პროცესში ჩვენ, მე და ჩემმა მეგობრებმა, შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა მოსახლეობის საჭიროებები და კითხვები, რაც დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის წახალისებისთვის აუცილებელია.ბროშურები დავარიგეთ სანაცვლოდ კი ზოგს კითხვებიც კი გაუჩნდა რაზეც ვოასუხობდით და ვუხსნიდით დეტალურად.
 
 ამის შემდეგ, საკუთარი სახსრებით შევქმენით დამატებითი ბროშურები, რომელთაც დავუმატეთ ჩვენი მესიჯი: 
 ,,ვერავინ გაიგებს ვის მიეცით ხმა". ამ სლოგანით ვეცადეთ, ხაზგასმით გვეჩვენებინა ხმის მიცემის პროცესის საიდუმლოების მნიშვნელობა და ამით ამომრჩევლებში მეტი თავდაჯერებულობა შეგვექმნა, რომ მათი არჩევანი უსაფრთხოა და მხოლოდ მათი საქმეა.
 
  პროექტი ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას და მოქალაქეთა ჩართულობას არჩევნებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და სამართლიანი მომავლისთვის.

სად ჩატარდა: თბილისი(კერძოდ, ქუჩები)
მიზანი: ამომრჩეველთა უფლებების და არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
პრობლემა: მოქალაქეთა არასაკმარისი ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესების შესახებ.
სარგებელი: 300+ მოქალაქე, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მნიშვნელობისა და პროცედურების შესახებ.
სტატისტიკური მონაცემები: 400+ ბროშურა, რომელიც დავარიგეთ სხვადასხვა ადგილებში.
პრობლემა, რომელის გადაჭრასახ ვცდილობდით: საარჩევნო ცნობიერების და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდა.
ვის ჩაუტარდა: 300+ მოქალაქე, რომლებმაც მიიღეს ინფორმაციული ბროშურები.
რა შეიცვალა: მოქალაქეების ცნობიერება გაიზარდა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და ნდობა.
პროექტის განხორციელების თარიღი და დრო: 2024 წლის 24სექტემბერი
 
თაოსნობით: პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია ,,USAID"-ის თხოვნით,შემდეგ კი ჩვენი სურვილით






.