სასკოლო სამოქალაქო კლუბ ,,ბურის“ ლიდერმა , მე , ანასტასიამ მონაწილეობა მივიღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ჰაბის მიერ ორგანიზებულ მოხალისეობრივ კვირეულში 2024 , რომელიც დაგეგმილი იყო პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში , ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
მივიღე მონაწილეობა პროექტში , რის შედეგადაც ჩემმა კრეატიულმა ინიციატივამ გაიმარჯვა , რომელიც შეეხებოდა ქალაქ მცხეთაში არსებულ ბენეფიციართა სტუმრობას დღის ცენტრ ,,მომავლის რწმენაში“ და მათი ერთი დღის გალამაზებას . იდეა დაფინანსებულია და აქედან გამომდინარე 2024 წლის 5 ივნის ჩემი ინიციატივითა და დაგეგმილი აქტივობებით ჩემი კლუბის წევრებთან ერთად ვესტუმრე ქალაქ მცხეთის დღის ცენტრ ,,მომავლის რწმენას"