პროექტის დეტალი

,,ვზრუნავ მიუსაფარზე”

გამოყვეყნების თარიღი: May 30, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

სოფელ ზემო მაჩხაანში ხშირად ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს. მათი ნაწილი მიატოვეს, ზოგიც კი ქუჩაში დაიბადა. უსახლკარო ცხოველების პრობლემა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სახელდება. მათ უმეტესობას არც სახლი აქვს, არც თავშესაფარი და ხშირად, არც საკვები. ჩემს თემში წამოვიწყე კამპანია ,,ვზრუნავ მიუსაფარზე", რომლის ფარგლებშიც 12 მაისს მიუსაფარი ცხოველები გამოვკვებეთ მე და ჩემმა მოხალისეებმა.

ამ კამპანიის ფარგლებში,რეგულარულად ვაწყობდით გასვლებს სოფლის სხვადასხვა უბანში, სადაც ყველაზე ხშირად ვნახულობდით მიუსაფარ ცხოველებს. მოვამზადეთ საკვები და წყალი, მათთვის. კამპანიის მიზანი იყო არა მხოლოდ ცხოველების გამოკვება, არამედ თემში ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ცხოველების პრობლემის შესახებ.

ასევე ვისაუბრეთ ცხოველების მოვლისა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე. ვცდილობდით, რომ სოფლის მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეღო მიუსაფარი ცხოველების საჭიროებებზე და იმ გზებზე, როგორ შეუძლიათ მათ დახმარება.

ამ ინიციატივამ არა მხოლოდ ცხოველების დახმარება უზრუნველყო, არამედ გაზარდა საზოგადოების პასუხისმგებლობა. ჩვენი და სოფლის მცხოვრებლების ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანია ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. ,,ვზრუნავ მიუსაფარზე" კამპანია კი სწორედ ამას ემსახურება.