11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა ამასთან დაკავშირებით გავმართე კვირეული სახელწოდებით "STEAMinist".
კვირეულის ფარგლებში განცორციელდა შემდეგი აქტივობები:
- რამდენიმე პრეზენტაცია სკოლის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან. პრეზენტაციების ნაწილი შეეხებოდა მეცნიერ ქალთა გაცნობას, ხოლო მეორე ნაწილი იმ შესაძლებლობებს, რომელიც დღეს აქვთ მოზარდებს, რომ მათი STEAM უნარები იყოს გამოვლენილი.
- ფილმის ჩვენება მარი კიურის შესახებ. იმ სირთულეების განხილვა რაც მას შეხვდა და გადაჭრის გზების შეფასება.
- სოციალური კამპანია, რათა ჩვენი Facebook გვერდის გამომწერებისთვის წარგვედგინა ცნობილი ქალი მეცნიერები.