პროექტის დეტალი

რა არის მოხალისეობა?

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

25 მარტს ონის მუნიციპალიტეტის ჰელფინგ ჰენდის მოხალისეთა კლუბის შეხვედრა გავმართე. ვინაიდა რეგიონში მოხალისეობრივი კულტურა ამ დრომდე არ არსებობდა გადავწყვიტე ახალგარდებთან პირველ რიგში მოხალისეობაზე მესაუბრა. ხშირად მოზარდები გაუცნობიერებლად აკეთებენ მოხალისეობრივ საქმეს და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოზარდებს ჰქონდეთ სიღრმისეული ცოდნა მოხალისეობასთან დაკავშირებით. ამასთანავე აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა მუნიციპალიტეტში პირველი მოხალისეთა კლუბის შექმნა და ფორმირება. შეხვედრაზე კლუბის წევრებთან განვიხილე შემდეგი საკითხები:
მოხალისეობა და მისი არის, მისი დადებითი მხარეები;
პროეტი მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ;
გვქონდა გაცნობითი ხასიათის სავარჯიშო;
შევიმუშავეთ კლუბის წესდება;
შეხვედრას ესწრებოდა 16 სკოლის მოსწავლე, ყველა მათგანი კლუბის წევრი და მოხალისე. გვესწრებოდა აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი.