მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო! გორის მოხალისეთა კლუბი იწყებს მოხალისეთა მიღებას.
შეგახსენებთ რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ პროექტს ,, მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ ’’ ,ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდთან ( UNICEF ) და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსთან ( USAID ) პარტნიორობით.
პროექტის მიზნებია:
მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით;
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მისი პოპულარიზაცია;
ჯანსაღი სკოლა და სხვა.