პროექტის დეტალი

სამოტივაციო ბარათები და სიტყვები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ოქტომბრის შუა რიცხვებში მე ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით სომხეთში, სადაც მთელი დღის განმავლობაში გვიტარდებოდა შეხვედრები და ეს ყველაფერი ცოტა დამღლელი იყო, რაც ადამიანების განწყობაზეც მოქმედებდა. ერთ დღეს, როდესაც ყველა ჩაი/ყავის შესვენებაზე გავიდა, გადავწყვიტე საკუთარ კომფორტს მოვკლებოდი, გავედი მაღაზიაში ვიყიდე ტკბილეული, პატარა ფერად ფურცლებზე დავწერე ისეთი სიტყვები, რაც ადამიანებს კარგ ხასიათზე დააყენებდა, რომ ისინი ძალიან კარგები, კეთილები, ლამაზები, საყვარლები, უნიკალურები და მნიშვნელოვნები არიან. როდესაც ისინი დარბაზში შემოვიდნენ და ეს ჩანაწერები ნახეს, ძალიან გაუხარდათ და ჩამეხუტნენ. ემოციები, რომლებიც მაშინ ვიგრძენი ჩემთვის დაუვიწყარია.