ტაძრისის საჯარო სკოლაში ჩავატარე შეხვედრა, სკოლის თვითმართველობასთან. ეს შეხვედრა უფრო საინტერესო გარემოში, რომ ყოფილიყო ჩავატარეთ ბიბლიოთეკაში. მესწრებოდნენ, როგორც თვითმართველობის წევრები, ასევე, სხვადასხვა დარგის მცოდნე მასწავლებლები. მათ პირველრიგში ვესაუბრე ჰელფინგ ჰენდის ორგანიზაციაზე, თუ რამდენი ინფორმაცია მივიღე მათთგან. მომავალში კი დავპირდი მათ, რომ ბევრ ისეთ შეხვედრებს დავგეგმავ, სადაც ვესაუბრები იმ ინფორმაციებზე რაც ამ ორგანიზაციამ მომცა. ასევე ვისაუბრეთ ამ საკითხების პრობლემების გადაჭრაზე, გავაცანი ყველა ის საკითხი რაც აუცილებელია იყოს სკოლაში , სწორი ნორმებით დაცული ჰყალზე, ჰიგიენაზე და სანიტარიაზე. ძალიან მოეწონათ ყველას ეს შეხვედრა და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ამ პრობლემის შესახებ გვემცნობებინა სკოლის საბჭოსთვის. სკოლის საბჭოს წევრებს კი ემსჯელათ ამ საკითხის მოგვარებაზე და ერჩიათ ისეთი პირი, რომელიც დაგვეხმარებოდა ამ პრობლემების მოგვარებაზე.