ქვედა საზანოს N 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოინახულეს ის ოჯახები, ვისთვისაც თითოეული ჩვენგანის დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს .
მოზარდებმა ითანამშრომლეს თემში მდებარე მარკეტების მფლობელებთან და მათ მარკეტში განათავსეს საქველმოქმედო ყუთები, რომელშიც თემის მოსახლეობა ფულად თანხასთან ერთად შემოწირულობის სახით სურსათ სანოვაგესა და პირველადი მოხმარების ნივთებს ათავსებს, პერიოდულად ხდება შემოწირულობების ბენეფიციარებისთვის გადაცემა.