პროექტის დეტალი

მამების დღე

გამოყვეყნების თარიღი: Aug 12, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილებისთვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დამოუკიდებლად განაგრძობენ ინიციატივების განხორციელებას.
"სუპერ მამა", წარმოადგენდა ახალგაზრდების შემდგომ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მამების ჩართულობას შვილების აღზრდის პროცესში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილებთან დროის ნაყოფიერად გატარება, შემეცნებისა და გართობის პროცესში ჩართულობა და შვილებთან ემოციური კავშირის დამყარება.
ღონისძიებას მამები თავიანთ შვილებთან ერთად სტუმრობდნენ, ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში.