პროექტის დეტალი

ბიოენერგია,ეს მეტია ვიდრეხე-ტყის გამოყენება გასათბობად

გამოყვეყნების თარიღი: Jun 25, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მოხალისეებმა ბიოენერგიის/ბიოგაზიშესახებ ინფორმაცის გავრცელებას შეეცადნენ. საწყის ეტაპზე თვითონ გაეცნენ სარწმუნო წყაროებს   ამ ალტერნატიული  ენერგიის შესახებ თუ  რა არის ბიოენერგია,,რატომ განეკუთვნება იგი განახლებად წყაროებს და ა.შ. შექმნეს პლაკატი, რომელიც  ინფორმაციის აღსაქმელად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ჩაატარეს გამოკითხვა თანასოფლელებთან, სადაც გამოიკვეთა რომ სურდათ მეტი ინფორმაციის მიღება  ბიოგაზის შესახებ.მოხალისეებმა მათ ხელთ არსებული ყველა დეტალი წაუდგინეს(ფერმენტაცია,პიროლიზი)    და  შეახსენეს,რომ ბიოენერგია იყო ყველაზე გავრცელებული სახე მანამ,სანამ კაცობრიობამ არ დაიწყო ჰიდროენერგიისა და არაგანახლებად წყაროების ენერგიის  გამოყენებ. მოიყვანეს მაგალითები ამ ხრივ  ჯავახეთის სოფლების მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ.

  აღმოჩნდა ,რომ გამოკითხულთა უმრავლესობას სამ სულზე მეტი  საქონელი ჰყავს,რაც სავსებით საკმარისია ბიოგაზის მისაღებად.  თითოეულმა მათგანმა  მისი გამოყენების სურვილი გამოთქვა ,მას სემდეგ რაც მოისმინეს ინფორმაცია  იმაზე, რომ 1მ/კუბი ბიოგაზი 3.5 კგ შეშის ექვივალენტურია. მაგრამ როცა საკითხი შეეხო  დანადგარს,მათ    ფინანსური პრობლემები დაასახელეს....მოხალისეებმა გამოსავალი შესთავაზეს- მათ ვისაც  10 და 20 სული ჰყავთ გაყიდონ   2-3 სული და ამით შეიძენენ დანადგარს,რომელიც 20 წელზეა გათვლილი. დაიზოგება ტყე,დაიზოგება თანხა... მაშინ როცა  ოჯახების უმრავლესობას სოფლებში მთელი წლის განმავლობაში 15-20 კუბი  შეშა სჭირდება და უწევს ათას ლარზე მეტის გადახდა.

ამრიგად, ბუნებამ მოგვცა ენერგიის იდეალური წყაროები და დროა ვისწავლოთ მისი გონივრული გამოყენება.