9 ივნისს, მოეწყო შეხვედრა ზერტის საჯარო სკოლის მე-2 ბ კლასის მოსწავლეებთან. ვისაუბრეთ შემდეგ თემებზე:
კოვიდ 19, მისი სიმპტომები და პრევენცია
ჯანსაღი კვება
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც გამოავლინეს მათი ცოდნა აღნიშნულ საკითხებზე და გაგვიზიარეს პირადი გამოცდილება. ასევე ისინი პარალელებს ავლებდნენ თავიან ცხოვრების წესსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს შორის.
შეხვედრა დავასრულეთ სახალისო თამაშებით.