7 ივნისს ზესტაფონის მოხალისეთა კლუბი ესტუმრა სოფელ ქვედა საზანოს #3 საჯარო სკოლას და საგრანტო კონკურსის ფარგლებში 2-3 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი.
შეხვედრა დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით,რაც კიდევ უფრო დაეხმარა ბავშვებს ინფორმაციის გაგებაში.
შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი თემები:
- რა არის ჰიგიენა და რატომაა მისი დაცვა აუცილებელი
- როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად
- რატომაა ხელების დაბანა აუცილებელი
- როგორ ვრცელდება მიკრობები,ბაქტერიები გარემოში