პროექტის დეტალი

შეხვედრა ზერტის საბავშო ბაღის სასკოლე ჯგუფთან

გამოყვეყნების თარიღი: Jun 08, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2 ივნისს, მოეწყო შეხვედრა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან. შეხვედრაზე თან მახლდნენ კლუბის წევრები. (მერაბი აკოფაშვილი, ლიზი ტიელიძე, მარიამ მელაძე, ლიკა ბესიაშვილი, ნინო მარგიევი). პირველ რიგში გავიცანით ძალიან ძალიან საყვარელი და ჭკვიანი ბავშვები, ასევე შევიტყვეთ მათი მომავალი პროფესიების შესახებ. ვისაუბრეთ ხელების, პირის ღრუს, სხეულის და თმის ჰიგიენაზე. 
   ბავშვებმა აღმოაჩინეს მსგავსება მათ ცხოვრებაში არსებულ ,,ჰიგიენურ ქცევასთან" და აგრეთვე თამამად მოძებნეს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები.
  შეხვედრაზე ვითამაშეთ აღსაზრდელებთან ერთად და მათთან ერთად ჩვენც ძალიან კარგად გავერთეთ და დადებითი ენერგიით დავიმუხტეთ.