პროექტის დეტალი

პრეზენტაცია თემაზე: ,,ჰელფინგ ჰენდი" და ,,პოლიტიკური იდეოლოგიები"

გამოყვეყნების თარიღი: May 07, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

20 აპრილს, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის N2 სკოლაში ,,ჰელფინგ ჰენდის" მოხალისეთა რეგიონალური ქსელის ფარგლებში, გუნდის წევრებმა ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე: ,, ჰელფინგ ჰენდი" და ,,პოლიტიკური იდეოლოგიები". აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლას პირველად ვესტუმრეთ. მათ გავაცანით ,,ჰელფინგ ჰენდის" მოხალისეთა რეგიონალური ქსელის გუნდი, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი მოხალისეობრივი საქმიანობები. ასევე, პრეზენტაცია ჩავატარეთ ,,პოლიტიკურ იდეოლოგიებზეც". პრეზენტაცია მოიცავდა იდეოლოგიებს, როგორებიცაა ლიბერალიზმი, ფაშიზმი, კომუნიზმი, სოციალიზმი და სხვა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ VIII-XI კლასის მოსწავლეები.