პროექტი
პროექტის აღწერა
ძირითადად, ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობa მოიცავს სკოლის მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას სასკოლო საგნებში. ჰელფინგ ჰენდის ერთ-ერთ პროექტ “პარეაში” უკვე მეორე წელია ვმოხალისეობ. მე როგორც მოხალისეს, მიკავია მასწავლებლის პოზიცია, ამავ დროულად წელს დავემატე მათ ორგანიზატორთა გუნდს. ასევე აღსანიშნავია, რომ სწავლება მიმდინარეობს ვირტუალურად, რაც პანდემიის პირობებში გვაძლევს შესაძლებლობას აქტიურ მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწეოდე. ძირითადად, ვამეცადინებთ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ დამატებით მხარდაჭერა სხვადასხვა საგნებში და სასკოლო სივრცეში ვერ იღებენ დამატებით რესურსებს.