პროექტის დეტალი

გადაცემა - "გზა წარმატებისაკენ"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2021 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ონლაინ რადიო "ჩემი ხმის" ეთერში, მიმდინარე წლის თებერვლიდან - ივნისამდე ყოველ ორშაბათს გადიოდა თაკო წურწუმიას საავტორო გადაცემა "გზა წარმატებისაკენ".
  • გადაცემას სტუმრობდნენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც გვიყვებოდნენ თავიანთი წარმატებული გზის შესახებ, გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა და წარმატების ფორმულას.
  •  გადაცემა მიზნად ისახავდა წარმატებული ადამიანების მიერ გამოცდილების გაზიარებასა და რჩევების მიცემას, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა.
  • წარმატებული ადამიანების მიერ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯების გაზიარება, კონკრეტული სირთულეების დაძლევასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
  • გადაცემის "გზა წარმატებისაკენ" ფარგლებში, რადიო "ჩემი ხმის" ეთერში, ახალგაზრდები ეცნობოდნენ საინტერესო და მრავალფეროვან წარმატების ფორმულებს, წარმატების ცნებებსა და ინფორმაციას, სხვადასხვა სფეროს შესახებ.
  • გადაცემის ფარგლებში განხორციელდა 15 წარმატებული ეთერი.
  • გადაცემის ანონსებსა და პოსტერებზე მუშაობდა გადაცემის ავტორი და წამყვანი - თაკო წურწუმია