პროექტის დეტალი

ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 25, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა


 
"ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე" გავაკეთე პოსტერი, რადგან მენაღვლება იმ უყურადღებო და უპატრონო ცხოველების ბედი, რომლებიც ყოველდღე ქუჩაში ცხოვრობენ — მშიერ-მწყურვალნი, ზოგჯერ სიცივეში, ზოგჯერ კი საშიშროების წინაშე. ისინი უსიტყვოდ ითხოვენ დახმარებას, სითბოსა და სიყვარულს, რაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ.
ჩემი მიზანი იყო პოსტერით ადამიანებისთვის შემეხსენებინა, რომ თითოეულ ცხოველს უნდა მოფერება, უსაფრთხო გარემო და თბილი კუთხე. შეიძლება ჩვენმა ერთმა პატარა საქციელმა — საჭმლის მიცემამ, წყალით გამასპინძლებამ ან თავშესაფარში შეყვანამ — მათი სიცოცხლე გადაარჩინოს. მინდა, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და დაეხმაროს ცხოველებს.

პოსტერი განთავსდა მოხალისეთა ჯგუფში, გიზიარებთ ლინკს:
https://www.facebook.com/share/p/1LtZm54KYu/ 

(P.s ზუსტი დრო: 9 მარტი, 14:00-15:00. ჯამში ერთი მოხალისეობრივი საათი, ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)