პროექტის აღწერამე ვარ სოფო ვარდოსანიძე და მოხალისეობრივ საქმიანობას ვახორციელებ ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში. ძალიან მიყვარს ცხოველები და განსაკუთრებით მაწუხებს უსახლკარო ძაღლების ბედი. სწორედ ამიტომ, აგვისტოში დავგეგმე აქტივობა მათ დასაპურებლად. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის, რომ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ თანატოლებიც, რადგან 20-მდე ახალგაზრდა შემომიერთდა. გარდა ამისა, ბოლო ხანებში განსაკუთრებით დავინტერესდი ეკოლოგიის სფეროთი. ჩემი აზრით, ბუნების მოფრთხილება ყველა ადამიანის ვალია, სწორედ ამიტომ შემოდგომაზე სხვა მოხალისეებთან ერთად ვიზრუნე სკოლის ეზოში მდგარი ხეების შეწამვლაზე, მწერების საწინააღმდეგოდ. მინდა დავამატო ისიც, რომ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ამით არ დასრულებულა, მომავალში ვაპირებირებ სოფლის მიდამოების დასუფთავებას, რადგან ნარჩენები დიდი ზიანის მომტანია გარემოსათვის.