პროექტის აღწერაუფროსი თაობა ცოცხალი ისტორიაა, ისტორია რომელიც უნდა დავაფასოთ და ვცეთ პატივი. ჩემთვის ცნობილი გახდა მოხუცებულთა თავშესაფრის საჭიროებების შესახებ. მაშინათვე დავიწყე მოხალისეობრივი რსურსების ძიება, პარტნიორობა პირველ რიგში შევთვაზე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ.ფოთის #3 საჯარო სკოლის თვითმმართველობას, რომელსაც ვიცოდი ექნებოდა სრული მზაობა მოხალისეობრივად ჩართულიყვნენ ამ აქტივობაში და ერთობლივი ადამიანური რესურსებით, თვითმმართველობის ხაზინაში არსებული თანხით შეგვეძინა მათთვის ტელევიზორი. თავშესაფარში ვიზიტი გამორჩეულად ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
პროექტის შედეგად, მოხუცებულთა თავშესაფრის მთავარი საჭიროება დაკმაყოფილდა, ამ კეთილი საქმისთვის გაერთიანდა 9 მოხალისე-ვიზიტორი.
სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მათ და გამოვთქვით მზაობა ნებისმიერ დროს დავემხაროთ მოხალისეორივი საქმიანობით და ვიმოქმედოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.