პროექტი
პროექტის აღწერა
მაისში 3 დღის მანძილზე, ვიღებდით ვიდეორგოლს, კიბერბულინგთან დაკავშირებით, დაბა კაზრეთში. ვიდეო ეხებოდა თემას თუ რამდენად წამოწეულია დღეს ეს პრობლემა და როგორ ავლენენ მოზარდები დღეს ამას. ვიდეოს თემა იყო ის რომ ერთი ბიჭი აბულინგებდა მეორეს, დასცინოდა, უღებდა ფოტოებს და შემდეგ ტვირთავდა სოციალურ ქსელებში, რის შედეგადაც ბიჭი ცუდ მდგომარეობაში იყო. თუმცა გამოჩნდა გოგო, რომელიც ორივეს დაელაპარაკა და შეეცადა რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა. მინდოდა რომ მოზარდებისთვის დამენახა ის რომ თუ აღმოჩნდებიან ამ შემთხვევაში იცოდნენ ვის უნდა მიმართონ და როგორ უნდა მოიქცნენ. ვიდეოში მონაწილეობა მიიღო კაზრეთის N1საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ეს აქტივობა ჩატარადა ჰელფინგ ჰენდის პროექტიდან ,,მოხალისე ელჩები''