პროექტის დეტალი

ვასწავლოთ კომპიუტერს ქართული

გამოყვეყნების თარიღი: Dec 27, 2022

პროექტის აღწერა

ქართული მეტყველების ამომცნობი ხარისხიანი სისტემის (Speech-to-Text, STT) შესაქმნელად ძალიან ბევრი ხმოვანი ჩანაწერია საჭირო. საბედნიეროდ, ამ ჩანაწერების შექმნა მარტივია და ყველას* შეგვიძლია!

Mozilla-ს პლატფორმა Common Voice გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ქართული მეტყველების ჩანაწერების კრებული, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. https://commonvoice.mozilla.org/ka/datasets

შეიტანეთ წვლილი ქართული ენის გაციფრულების საქმეში!

მონაწილეობა მარტივია.
ჩაწერეთ  https://commonvoice.mozilla.org/ka/speak
მოუსმინეთ  https://commonvoice.mozilla.org/ka/listen

დამატებითი ინფორმაციისთვის გაწევრინდით ქართული ენის მოხალისეების ჯგუფში https://www.facebook.com/groups/145786040762028

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის „მოხალისეობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის დედაენის დღისთვის, 14 აპრილისთვის მიზანი არის კრებულის ზომა 100 საათამდე გავზარდოთ.

*Common Voice ღიაა ყველასთვის 19 წლის ზევით. თუ ხართ 19, ან ნაკლები წლის, უნდა გქონდეთ თქვენი მშობლის, ან მეურვის თანხმობა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება Common Voice-ში.


პროექტის ავტორი
, თბილისი