პროექტის დეტალი

უმაღლესი განათლება ევროპაში

გამოყვეყნების თარიღი: Feb 22, 2021

პროექტის აღწერა

საზღვარგარეთ სწავლაზე მაღალი დაინტერესების გამო, მე და მოხალისე გვანცა ყველაშვილმა გადავწყვიტეთ საინფორმაციო ვებინარზე მოვიწვიოთ მარი გიგაური (@marygrulla.travels). მარი ბლოგერია და იგი აქტიურად აწვდის საინტერესო ინფორმაციას მის გამომწერებს.
27 თებერვალს (შაბათს) 20:00 საათზე, Zoom.us პლატფორმაზე გაიმართება ვებინარი " უმაღლესი განათლება ევროპაში " , მთავარი სპიკერი იქნება მარი გიგაური. შეხვედრა იქნება ინტერაქციული და დამსწრეები აიმაღლებენ ცნობადობას ევროპაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
პროექტის შესახებ გავრცელდება სოციალურ ქსელებში, შეიქმნება სარეგისტრაციო Google Forms. მსურველები დარეგისტრირდებიან ელ.ფოსტისა და მობილური ნომრის საშუალებით. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე კი გაეგზავნებათ Zoom-ის ლინკი.


პროექტის ავტორი
, თბილისი