პროექტის დეტალი

"ტუტორთა" ჯგუფის შექმნა.

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტების მეშვეობით ჩამოყალიბდა "ტუტორთა" ჯგუფი. ამ ჯგუფში გაწევრიანებული იყო 30 მოხალისე. ეს ჯგუფი ემსახურებოდა მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ  ყველა აქტივობის დაორგანიზებას და ჩატარებას. სტუდენტები საკუთარი ინიციატივით ერთვებოდნენ სხვადასხვა მიმართულებით: სპორტი, კულტურა, ტრენინგ-სემინარები, ინტელექტუალური თამაშები, პროექტების წერა. ამ ჯგუფის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ აქტიური და ხალისიანი სტუდენტური წლები. გამოევლინათ სხვადასხვა სფეროში თავიანთი ნიჭი, შესაძლებლობები, უნარები. ვისწავლეთ ჯგუფური მუშაობა, გამოვიმუშავეთ ლიდერის უნარ-ჩვევები, პროექტების წერა. ჩვენს მიზანში შედიოდა ასევე სხვა სტუდენტებისთვის ჩაგვეტარებინა ტრენინგ-სემინარები, სპორტული ღონისძიებები, შემეცნებითი ტურები... ასევე სტუდენტებს ვუზრდიდით მოტივაციას. ჩვენი მიზანი იყო მათგანაც მიგვეღო ნებისმიერი შემოთავაზება, იდეა, პროექტი. სხვა სტუდენტებიც, გარდა ტუტორთა ჯგუფისა, ხშირად ერთვებოდნენ ღონისძიებებში.
200 საათი


პროექტის ავტორი
აჭარა
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მე ვარ ქრისტინა დიასამიძე, 20 წლის. ვსწავლობ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, ვარ მე-3 კურსის სტუდენტი.  განაგრძეთ კითხვა