პროექტის დეტალი

"წყლიანი" კვირა

გამოყვეყნების თარიღი: Mar 25, 2023

პროექტის აღწერა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა, ამიტომაც ჩვენს სკოლაში განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები ერთი კვირის განმავლობაში. კერძოდ:

  • პრეზენტაციები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან, წყალთან დაკავშირებულ თემებზე. განვიხილეთ წყლის მნიშვნელობა, წყლის დაბინძურება, მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, წყლის მნიშვნელოვანი ფუნქციები, მდგრადი განვითარების მიზნები და მათ შორის სუფთა წყალი და სანიტარია, საერთაშორისო და საქართველოს აღებული ვალდებულებები წყალისა და სანიტარიის საკითხებზე, 22 მარტის მიზანი და მნიშვნელობა და ა.შ.;
  • წყლის მარილიანობის დადგენა;
  • წყლის არამიზნობრივი ხარჯვის კვლევა (ე.წ. გაფუჭებული ონკანის კვლევა);
  • მდინარის დასუფთავება;
  • ვიზიტი მეზობელ სკოლაში, სადაც წარვუდგინეთ რატომ არის 22 მარტი საერთაშორისო დღე, რა მნიშვნელობა აქვს წყალს და რა აქტივობებს ანხორციელებს ჩვენი სკოლა. დღის ბოლოს კი ბავშვებს სახალისო ცდები შევთავაზეთ. 





პროექტის ავტორი
, იმერეთი